ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები სათამაშოების მუზეუმს ეწვივნენ https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikuli-skolis-moswavleebi-satamashoebis-muzeums-ewvivnen.html

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს ეწვივნენ.

III(2) კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში “თოჯინების ისტორია”. მათ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმენეს: საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ; სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები; ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია; გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას; პროგრამის ბოლოს თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები.