ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დღის წესრიგში კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია (OKSEF) შევიდა https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikuli-umaglesi-skolis-dgis-wesrigshi-kidev-erti-saertashoriso-konferencia-oksef-shevida.html

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დღის წესრიგში კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია – OKSEF – Science Energy Engineering Fair შევიდა.

სკოლა ულოცავს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის IX კლასელებს – მარიამ ყანჩაველს და ლიკა ღლონტს თურქეთის საერთაშორისო კონფერენციაზე IV ადგილის დაკავებას.

იხილეთ ვიდეო

უკვე მიღებულია მოწვევა მომავალი წლის კონფერენციიდან. აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლები კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსები იყვნენ და მით უფრო სასიხარულოა მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება. საამაყოა ის ფაქტი, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღნიშნული კონფერენციის Affiliated Fair გახდა საქართველოში. ეს ამერიკის Intel Isef-ის შემდეგ მეორე საერთაშორისო კონფერენციაა, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები პირდაპირ ხდებიან მონაწილეები.