ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მორიგი წარმატება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICYS) https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikuli-umaglesi-skolis-morigi-warmateba-axalgazrda-mecnierta-saertashoriso-konferenciaze-icys.html

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS

XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია.კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა.
აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.

სკოლა ულოცავს საკუთარ ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს შემდეგ წლებშიც.

უკვე დამტკიცებულია მომავალი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების სია: