ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გეოგრაფიაში მაღალი ქულები მიიღეს https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikuli-umaglesi-skolis-moswavleebma-2018-wlis-ertian-erovnul-gamocdaze-geografiashi-sauketeso-qulebi-miiges.html

უკვე არაერთი წელია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან გეოგრაფიაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გეოგრაფიის გამოცდა, მათ შორის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ვანო ნავროზაშვილმა საქართველოს მასშტაბით უმაღლესი 58 ქულა დაიმსახურა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს საამაყო შედეგებს ყველა საგანში და უსურვებს წარმატებულ სტუდენტობას.