სკოლა აკადემოსის მოსწავლეებს Junior Achievement-ის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ https://edu.aris.ge/pnews/skola-akademosis-moswavleebs-junior-achievement-is-saertashoriso-sertifikatebi-gadaecat.html

სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტში – Junior Achievement USAID ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა“, რომელიც მოიცავს ასაკობრივი ჯგუფების ქვეპროგრამებს: ,,ჩვენი საზოგადოება“, ,,ჩვენი ქვეყანა“, ,,ფულზე მეტი“ … საშუალო საფეხურზე კი არჩევით საგანს – ,,მეწარმეობის საფუძვლებს“.

ეს პროგრამები მოსწავლეებს უვითარებს ძირითად, ბიზნესის ადმინისტრირების, უნარ- ჩვევებს. სასწავლო წლის ბოლოს თითოეულმა კლასმა განახორციელა საკუთარი ბიზნეს გეგმა და მოაწყო გამოფენა -გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი და სპონსორი სკოლა ,,აკადემოსია“,

მოსწავლეებს გადაეცათ Junior Achievement-ის საერთაშორისო სერტიფიკატები. გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებმა იხილეს ხელნაკეთი სამკაულები, ფერწერული ნამუშევრები, დააგემოვნეს კულინარიის, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ წვენები. ამ პროექტში თავად ბავშვები განკარგავენ შემოსული თანხის მიზნობრიობას.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ნოზაძე