სკოლა “აკადემოსმა” ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა https://edu.aris.ge/pnews/skola-akademosma-evropis-humanitarul-universitettan-tanamshromlobis-memorandumi-gaaforma.html

სკოლა “აკადემოსს“ ურთიერთანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტებთან, სკოლებთან თუ სხვადასხვა სასწავლო ცენტრთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ამჯერად, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან (European Humanities University, ლიტვა-ვილნიუსი), რომელიც გამოირჩევა საინტერესო შემოთავაზებებით, როგორც საბაკალავრო, ასევე სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამებით.

2020 წლის ივლისის თვეში სკოლა გეგმავს ვილნიუსში ორკვირიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.