სკოლა “ჰელიოსის” III და V კლასის მოსწავლეები ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეს ესტუმრნენ https://edu.aris.ge/pnews/skola-heliosis-iii-da-v-klasis-moswavleebi-erovnuli-sasaxlis-tbilisis-amerikul-kutxes-estumrnen.html

სკოლა “ჰელიოსის” III და V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეს.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ამერიკული კუთხის საქმიანობის, მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ სამაგიდო თამაშებში, გამოავლინეს ინგლისურის ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი.

მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო წიგნებით.