სკოლა “ჰელიოსის” მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ https://edu.aris.ge/pnews/skola-heliosis-moswavleebi-etnografiul-muzeums-ewvivnen.html

„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კუთხისთვის განკუთვნილი ზონები, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებით. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში ბავშვებმა დაცული ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატებიც დაათვალიერეს: საბრძოლო და შრომის იარაღები; კერამიკული მასალა, ხის მასალა და ა. შ.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: თამარ გიგაური, ქეთევან გველუკაშვილი