სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებმა როექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი” წარმოადგინეს https://edu.aris.ge/pnews/skola-heliosis-moswavleebma-roeqti-tao-klardjeti-da-grigol-xandzteli-warmoadgines.html

სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი”.

მათ მიმოიხილეს ისტორიული კუთხით ეს მხარე და ისაუბრეს მის იმდროინდელ საგანმანათლებლო ფუნქციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მსმენელებსა და მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.

მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით და დაიგეგმა ახლო მომავალში ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონახულება.

მასწავლებლები: ქეთევან გველუკაშვილი, თამარ ვაჭარაძე