სკოლა „კრწანისი მარჯის“ მოსწავლეები ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ https://edu.aris.ge/pnews/skola-krwanisi-mardjis-moswavleebi-sdjanashias-saxelobis-saqartvelos-erovnul-muzeumshi-imyofebodnen.html

25 ოქტომბერს სკოლა „კრწანისი მარჯის“ VII, IX კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პროექტზე “Immagica” – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში (მულტიმედიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი გამოფენა, რომელიც XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას ეძღვნება).

მოსწავლეებს გიდობა გაუწია დალი გოგორიშვილმა. მოსწავლეებმა ასევე ნახეს დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმიდანაა ჩამოტანილი, ანტიკური რომის ფერები – მოზაიკა და ქვის ხანის საქართველო.

დამრ. ლ.გვენცაძე, თ.გრიგოლია