სკოლა ,,კრწანისის მარჯის” მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს https://edu.aris.ge/pnews/skola-krwanisis-mardjis-moswavleebma-imitirebuli-sasamartlo-procesi-chaatares.html

სკოლა ,,კრწანისის მარჯის” X კლასში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში (პედ. გ.სირბილაძე) ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მოსწავლეებმა მოირგეს ადვოკატების, მოსამართლის, პროკურორების, მოწმეების როლები. მათ გააცნობიერეს სასამართლოს მნიშვნელობა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მოცემულ დავალებას მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.