სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაწილაკთა ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასში https://edu.aris.ge/pnews/skola-liceum-codnas-me-9-da-me-11-klasis-moswavleebma-nawilakta-fizikis-saertashoriso-masterklasshi-monawileoba-miiges.html

2019 წლის 26 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ცერნის (CERN,ქ.ჟენევა,შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკთა ფიზიკაში. ამ საერთაშორისო მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა: IX კლასი: ცოფურაშვილი ლევანი, კალმახელიძე თორნიკე, ჩინაშვილი ელენე. XI კლასი: ფანჩვიძე გიორგი, ბუნტური ანი, გალდავა თამაზი. მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა.

მეცნიერების მიერ იქნა წაკითხული ლექციები: მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ. მოსწავლეებმა თვითონ განახორციელეს გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.

თბილისის სახ. უნივერსიტეტის პარალელურად მასტერკლასები პირდაპირი ეთერით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში:  ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია – ცერნი ( შვეიცარია), წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორია – ორსე (საფრანგეთი), ვალენსიის უნივერსიტეტი, კორპუსკულური ფიზიკის ინსტიტუტი (ესპანეთი), ბერნის უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიების ლაბორატორია (შვეიცარია), რომის უნივერსიტეტი ,,ტორ ვერგატა”-ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი რომის განყოფილება (იტალია).

მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა შეკითხვები დაუსვეს ცერნის მოდერატორებს, რომლებზეც ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.

ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცათ სერტიფიკატები.