სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ ნოდარ დუმბაძის საგამოფენო დარბაზს ესტუმრნენ https://edu.aris.ge/pnews/skola-liceum-codnas-moswavleebi-saqartvelos-erovnul-bibliotekastan-arsebul-nodar-dumbadzis-sagamofeno-darbazs-estumrnen.html

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მე-5ბ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან – დარეჯან ცხომარია, ბელა თოდუა, თეკლა ბეგიაშვილი, ესმა თევზაძესა და მშობლებთან ერთად, ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ მწერალ ნოდარ დუმბაძის საგამოფენო დარბაზს. პატარა სტუმრებს მასპინძლობა გაუწია მწერლის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, მოისმინეს ისტორიები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, დაათვალიერეს საინტერესო ფოტოები, ილუსტრაციები, მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, გადაიღეს ერთობლივი ფოტოები.

შეხვედრის დასასრულს მწერლის ქალიშვილმა მოსწავლეები მიიწვია თბილისში არსებულ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.