სკოლა „ლომისის” მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს https://edu.aris.ge/pnews/skola-lomisis-moswavleebma-9-aprilis-memoriali-yvavilebit-sheamkes.html

8 ბ. კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელმა, ხათუნა ხორგუაშვილმა და ისტორიის მასწავლებელმა, ნოდარ თოთაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მოსწვლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართველი გმირების სახელები და აანთეს სანთლები. აღნიშნეს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

8 აპრილს კი მე–8ა,მე–8 ბ და მე–6 კლასის მოსწავლეებმა იხილეს 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფოტო-მასალა. პედაგოგმა, ლ.წილოსანმა, გააცნო მოსწავლეებს ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა ეროვნული მოძრაობის დაწყებას, ასევე გაახსენა მოძრაობის ლიდერთა და იმ გმირ ქართველთა სახელები, ვინც შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას!