სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში მოწყობილი ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა https://edu.aris.ge/pnews/skola-lomisis-moswavleebma-daatvalieres-erovnul-arqivshi-mowyobili-eqvtime-tayaishvilisadmi-midzgvnili-gamofena.html

27 ოქტომბერს სკოლა “ლომისის” მე–9ბ კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში მოწყობილი ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა. დამრიგებელმა, ისტორიის პედაგოგმა ნოდარ თოთაძემ, მათ მრავალი საინტერესო ამბავი მოუთხრო დიდი ეროვნული და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიიდან.

პირადი ნივთების და საარქივო მასალების გაცნობამ ახალი თაობა უფრო დააახლოვა ექვთიმე თაყაიშვილის ეპოქასთან.