სკოლა “ლომისში” შემოდგომის პომპეზური გაცილება გაიმართა https://edu.aris.ge/pnews/skola-lomisshi-shemodgomis-pompezuri-gacileba-gaimarta.html

სკოლა” ლომისში” გაიმართა შემოდგომის პომპეზური გაცილება. მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა სუფევდა სკოლაში.

“კლასებმა მოაწყეს შემოდგომის კუთხეები და სიხარულით ელოდნენ დამთვალიერებლებს. გზა დავულოცეთ ბარაქიან, ტკბილ შემოდგომას და ფართოდ გავუღეთ კარები ჭაღარა, თეთრწვერა ზამთარს”, – განაცხადეს სკოლაში.