სკოლა “ნინოს” მოსწავლეებმა ცისფერ გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერეს https://edu.aris.ge/pnews/skola-ninos-moswavleebma-cisfer-galereashi-gamofenili-namushevrebi-daatvalieres.html

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოს“ მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა 11 ოქტომბერს, საგნის მასწავლებელ შალვა მათიაშვილთან და კლასის დამრიგებელ ეკატერინე კვაჭაძესთან ერთად იმოგზაურეს გასული საუკუნეების მხატვრობაში. მოინახულეს ცისფერ გალერეაში გამოფენილი შესანიშნავი მხატვრების ნამუშევრები. ბავშვები გაეცნენ: გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის, მაღალაშვილის, შევარდნაძის შემოქმედებასა და შეიგრძნეს გასული საუკუნეების უნიკალურობა.

“ჩვენი სკოლა ძალიან გახარებული და ბედნიერია თქვენი, დიდი და პატარა ბავშვების წარმატებებით! მადლობა ქალბატონო ეკა, მადლობა ჩვენს ყველაზე დიდებულ და არაჩვეულებრივად გაზრდილ კაცს, ბატონ შაკოს! ჩვენი სკოლის მომავალი ხართ თქვენ და თქვენი აღზრდილი ჩვენი სკოლის მოსწავლეები! მადლობა ჩვენი ბავშვებისათვის არაჩვეულებრივი დღის ჩუქებისათვის!” – აღნიშნა სკოლის დირექციამ.