სკოლა “პროგრესის” დირექტორი მიიწვიეს ლას ვეგასში კონფერენციაზე – The Society for Information Technology and Teacher Education https://edu.aris.ge/pnews/skola-progresis-direqtori-miiwvies-las-vegasshi-konferenciaze-the-society-for-information-technology-and-teacher-education.html

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაშვილი, მიწვეულია ლას ვეგასში – The Society for Information Technology and Teacher Education (SITE)-ის კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების განვითარებისათვის. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების ლიდერები მთელი მსოფლიოდან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნინო ჩიკვაშვილი არჩეული იქნა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის თანა თავმჯდომარედ.

“ვულოცავთ ქალბატონ ნინოს, ვუსურვებთ წარმატებებსა და პროგრესს”, – აღნიშნეს სკოლაში.