სკოლა პროგრესის მოსწავლეები საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ https://edu.aris.ge/pnews/skola-progresis-moswavleebi-saertashoriso-gacvlit-programashi-monawileobdnen.html

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეებმა, ნინი კახიანმა და გაგა ჟვანიამ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ youth exchange-ში “Your Own Opinion”, რომელიც ჩატარდა უკრაინის ქალაქ ლვოვში.

პროექტში მონაწილეობას იღებდა 8 ქვეყნის 40 მონაწილე. ახალგაზრდები მუშაობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: თავისუფალი მედია, პროპაგანდა, კიბერბულინგი, კრიტიკული აზროვნება,პროექტის დაგეგმვის ხერხები და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ “Youth pass”-ის სერტიფიკატები.