სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ჩაუტარდათ https://edu.aris.ge/pnews/skola-progresis-moswavleebs-bunebis-gakvetili-qutaisis-botanikur-bagshi-chautardat.html

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” V(2) კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილებზე შეისწავლეს ცოცხალ ორგანიზმთა საარსებო გარემო, ასევე როგორ ხდება ცხოვრება ტყეში – რა მცენარეები გვხვდება იქ და როგორ არიან ისინი განაწილებული იარუსების მიხედვით.

ამ მასალის უკეთ შესწავლისთვის ბუნების მასწავლებლის – თამარ ჭეიშვილის ინიციატივით მოეწყო გასვლა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. ბაღის მეცნიერ-მუშაკის ელენე ხუციშვილის საინტერესო მონათხრობით მოსწავლეებმა გაიცნეს ენდემური, რელიქტური და ინტროდუცირებული მცენარეები.