თანამედროვე განათლების აკადემია 4 წლის გახდა https://edu.aris.ge/pnews/tanamedrove-ganatlebis-akademia-4-wlis-gaxda.html

თანამედროვე განათლების აკადემია 4 წლის გახდა!

დაბადების დღე სკოლამ მოსწავლეებთან, აღსაზრდელებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნა. საიუბილეო კონცერტი აკადემიის ეზოში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები იღებდნენ. აკადემიელებმა ხალისიანი მუსიკალური ნომრები შესთავაზეს აუდიტორიას.

თანამედროვე განათლების აკადემიას დაბადების დღე მიულოცა ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ადამიანებმა გია ბაღაშვილმა, მარინა ბერიძემ, მარიკო ებრალიძემ და გია მაჭარაშვილმა.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მათ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

ღონისძიების დასასრულს კი ტორტი საზეიმო ვითარებაში თანამედროვე განათლების აკადემიის დამფუძნებელმა მოსწავლეებთან ერთად გაჭრა.