თანამედროვე განათლების აკადემია საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს https://edu.aris.ge/pnews/tanamedrove-ganatlebis-akademia-sazafxulo-skolashi-migebas-acxadebs.html

თანამედროვე განათლების აკადემია გთავაზობთ ზაფხულის ხალისიანად გატარებას და სალაპარაკო ინგლისური ენის ინტენსიურ რეჟიმში შესწავლას.

საზაფხულო სკოლა ღიაა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისთვის 7-დან 12 წლის ჩათვლით.

ხანგრძლივობა: 24 ივნისი – 18 ივლისი.

გარდა ინგლისური ენისა მოსწავლეებს ექნებათ ხელოვნების გაკვეთილი და მრავალი სპორტული აქტივობა.საზაფხულო სკოლის დასასრულს, ბავშვებს ელოდებათ ექსკურსია მცხეთაში!

დღის ხანგრძლივობა 09:00 – 17:00.

საზაფხულო სკოლის ღირებულებაა მხოლოდ 600 ლარი. აღნიშნულ საფასური მოიცავს ორჯერად კვებასა და საექსკურსიო ხარჯებს.