თანამედროვე განათლების აკადემიაში დედანის კვირეული ტარდება https://edu.aris.ge/pnews/tanamedrove-ganatlebis-akademiashi-dedanis-kvireuli-tardeba.html

დედაენის დღესთან დაკავშირებით,15 -დან 23 აპრილის ჩათვლით თანამედროვე განათლების აკადემიაში ჩატარდება დედაენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და უკეთ გაცნობა.

I (ბ) კლასის მოსწავლეებმა დედაენის კვირეულისთვის მოამზადეს და თავად შეადგინეს წერა-კითხვის შემსწავლელი წიგნი, ისაუბრეს ანბანის შექმნაზე, ანბანის განვითარების ეტაპებზე, იაკობ გოგებაშვილისა და ფარნავაზის მეფის შესახებ, მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის ანდერძი, შეისწავლეს მუხრან მაჭავარიანის ლექსი, გაკვეთილის ფარგლებში ასევე ისაუბრეს ქართული ენის განსაკუთრებულობასა და 14 აპრილის (დედაენის დღის) მნიშვნელობაზე.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის I (ბ) კლასის დამრიგებელს ნია ყანჩაველს მხარდაჭერისთვის.