თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოთხრობების კრებული გამოიცა https://edu.aris.ge/pnews/tbilisis-42-e-sadjaro-skolis-moswavleebis-motxrobebis-krebuli-gamoica.html

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გამოიცა მოთხრობების კრებული „მშვიდობის ყუთის ამბები“ (პროექტის ხელმძღვანელი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი:მ.ბიბილეიშვილი).

პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არიან: ლევან ლოლაშვილი(IX-1კლასი), მარიამ გოზალიშვილი( IX-4 კლასი) და დავით ედილაშვილი (IX-3 კლასი). კრებულში შესულია ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. გამოცემის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ძალადობრივი, დისკრიმინაციული, რადიკალური, ექსტრემისტული ქმედებებისა და დამოკიდებულებების აღმოფხვრას.

კრებული მომზადებულია პროექტის „მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით, ევროკავშირის პროგრამის STRIVE Global-ის დაფინანსებული პროექტის Hedayah-სფინანსური მხარდაჭერით.