თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ბლოგების კონკურსში “მე და დედაენა” გაიმარჯვა https://edu.aris.ge/pnews/tbilisis-42-e-sadjaro-skolis-moswavlem-blogebis-konkursshi-me-da-dedaena-gaimardjva.html

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის XI-3 კლასის მოსწავლე თეკლე მუსერიძე დედაენის დღისადმი მიძღვნილი ბლოგების კონკურსის “მე და დედაენა” გამარჯვებულია.

2019 წლის 14 მაისს GAU (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის) ორგანიზებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება. ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საქრთველოს მასშტაბით უნდა წარედგინათ ნაშრომი სახელწოდებით “მე და დედაენა”.

დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

ფინალში მოხვდა 10 საუკეთესო ბლოგი. მათ შორისაა ჩვენი სკოლის IX-1 კლასის მოსწავლე ლიზი თურმანიძე ( პედაგოგი: მარინე დეკანოიძე). პირველი ადგილი კი დაიკავა XI-3 კლასის მოსწავლემ თეკლე მუსერიძემ(პედაგოგი: ნინო ნასყიდაშვილი).

გამარჯვებულებს პრიზად გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.