თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსის “რწმენა ჩვენს ცხოვრებაში” ფინალში გავიდნენ https://edu.aris.ge/pnews/tbilisis-72-e-sadjaro-skolis-moswavleebi-konkursis-rwmena-chvens-cxovrebashi-finalshi-gavidnen.html

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობა მიიღეს N72 საჯარო სკოლის IX – XII კლასის მოსწავლეებმა.

კონკურსის პირველი ტური ითვალისწინებდა თავისუფალ თემებს. დაწერილი თემები გაიგზავნა ცენტრში, სადაც მოხდა მეორე ტურში გამსვლელ მოსწავლეთა გამოვლენა.

პირველი ტური გადალახა სკოლის ყველა მოსწავლემ. მეორე ტური ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოსწავლეებს უნდა დაეწერათ შემოთავაზებული თემები. ფინალურ ტურში გადავიდა ორი მოსწავლე: ქეთი ქიმაძე (XII კლასი, პედ. მერი ბადალაშვილი) ნინი გოგბერაშვილი. (X კლასი, პედ. მერი ბადალაშვილი).

ფინალურ ტურში გამსვლელები დაჯილდოვდნენ სიგელებით.