UG ბაღი წინა სასკოლო მზაობის ჯგუფში 2019-2020 წლის სასწავლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს https://edu.aris.ge/pnews/ug-bagi-wina-saskolo-mzaobis-djgufshi-2019-2020-wlis-saswavlo-programaze-migebas-acxadebs.html

UG ბაღი წინა სასკოლო მზაობის ჯგუფში აცხადებს მიღებას 2019-2020 წლის სასწავლო  პროგრამაზე.

სკოლის წინა მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს  ბავშვის განვითარების აუცილებელ კომპონენტებს;

სასკოლო მზაობის ჯგუფებში ბავშვები თამაშით შეისწავლიან წერა-კითხვის ინგლისურის, ქართულისა და მათემატიკის საწყისებს. ჩვენთან ფუნქციონირებს შემეცნებით – განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით. ჩვენს აღსაზრდელებს უტარდებათ დრამის, სიმღერისა და ცეკვის, ხატვის, ძერწვის, ჭადრაკის, კულინარიის გაკვეთილები.

ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობას თამაშის მეშვეობით − როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. ტარდება ფსიქოკორექციული მეცადინეობები (პიროვნულ და შემეცნებით სფეროში).

თერაპია ხელს უწყობს ნებელობითი სფეროს ჩამოყალიბებას/განმტკიცებას და ბავშვების სკოლაში სწავლების მზადყოფნას.

2018 წლიდან UG ბაღი ახორციელებს სწავლების ბრიტანულ პროგრამას. „იუჯი ბაღი“ კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას გვაძლევს გამოვიყენოთ მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში.

ბრიტანული წინა სასკოლო პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე, რაც ასე მნიშვნელოვანია სკოლის დაწყებით ეტაპზე.

პროგრამა კომპლექსურად მოიცავს ბავშვის განვითარების ფიზიკურ, ემოციურ, გონებრივ, შემოქმედებით, აზროვნებით და პიროვნულ განვითარებას.