UG სკოლის მოსწავლეებმა უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაამზადეს https://edu.aris.ge/pnews/ug-skolis-moswavleebma-upatrono-dzaglebistvis-saxlebi-daamzades.html

საქართველოში ნახევარ მილიონამდე უპატრონო ძაღლი ცხოვრობს. იუჯი სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტა მათთვის რამდენიმე ხისგან დამზადებული სახლი გაეკეთებინა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განეთავსებინა.

UG სკოლის ბუნების პედაგოგი, გია თოდუა: „ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში ეკოლოგიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლეება, სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ სკოლის ხის სახელოსნოში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაგვემზადებინა, რაშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ.

ამ პროექტის ძირითადი მიზანი ცხოველებისადმი ჰუმანური და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ამ პრინციპებით აღზრდილი მოსწავლეები ძალიან კარგი ადამიანები გაიზრდებიან.“