ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის აბიტურიენტებს GIPA-ს წარმომდგენელი შეხვდა https://edu.aris.ge/pnews/vekuas-saxelobis-42-e-skolis-abiturientebs-gipa-s-warmomdgeneli-shexvda.html

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს წარმომდგენლები 42-ე სკოლის აბიტურიენტებს შეხვდნენ. 2019 წლის 31 იანვარს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა GIPAS- ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი თურქია.

შეხვედრაზე სტუმარმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა და ისაუბრა ბიზნესის როლსა და მნიშვნელობაზე, წარმატებული ბიზნესის აუცილებელ კომპონენტებზე და ბიზნეს საქმიანობაში მაღალი შედეგიანობის მიღწევის მეთოდებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.