ხალხური საკრავების შესწავლა https://edu.aris.ge/pnews/xalxuri-sakravebis-sheswavla-mefe-tamaris-skola-pansionshi.html

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო სწავლების ცენტრი აცხადებს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეთა მიღებას ხალხური საკრავების შემსწავლელ წრეზე.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლება დაკვრა შემდეგ ინსტრუმენტებზე: ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭიბონი, დოლი.

პედაგოგები: ალექსანდრე ხიზანიშვილი, მალხაზ ქოიავა.

გასაუბრება ჩატარდება 16-17 სექტემბერს.

სრულყოფილი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორს თამილა ფოლადიშვილს 595 05 98 99

სკოლა-პანსიონის მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, სამღერეთის ქ. 13
ელ.ფოსტა: tamarischool@gmail.com
სკოლა-პანსიონის დირექცია