7 აპრილი, 2026 15:31
რისთვის არის საჭირო ელექტრონულ ჟურნალში შეტყობინებების მართვის ფუნქცია – ინფორმაცია მშობლებისთვის და არა მხოლოდ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), საჯარო სკოლების მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, ელექტრონულ ჟურნალში შეტყობინებების მართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
EMIS-ის ცნობით, ელექტრონულ ჟურნალში შეტყობინებების მართვის ფუნქცია გაძლევთ საშუალებას, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ სივრცეში აკონტროლოთ და მართოთ.
ძირითადი შესაძლებლობები:
- ყველა ტიპის შეტყობინებები
- დასწრების შესახებ შეტყობინებები
- შეფასებების შესახებ შეტყობინებები
- ღონისძიებების შესახებ შეტყობინებები
- სხვა ტიპის შეტყობინებები
ფუნქციონალი უზრუნველყოფს ეფექტიან და შეუფერხებელ კომუნიკაციას მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის.
Android-ით გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს
IOS-ით გადმოწერა კი შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან
ასევე იხილეთ:
-
სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებული – სპეციალურად სააღდგომო დღეებისთვის შექმნილი გასაფერადებლები ბავშვებისთვის by სკოლების ამბები
-
რა არის ჭონა და რა იციან მოსწავლეებმა თითქმის მივიწყებულ სააღდგომო ტრადიციაზე by სკოლების ამბები
-
როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები – სადღესასწაულო აქტივობა ბავშვებისთვის by სკოლების ამბები