GE
ინკლუზიური განათლების 60-საათიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 360 ლარი

იწყება ინკლუზიური განათლების 60-საათიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსი. 

კურსი დაიწყება:

I- ჯგუფი - 19 აპრილიდან
II- ჯგუფი- 17 მაისიდან
III- ჯგუფი- 14 ივნისიდან

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი; 

ტრენინგის ღირებულებაა - 360ლ.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ინკლუზიური განათლების არსი,საჭიროება და უპირატესობები.
  • სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების პრინციპები, პოლიტიკა და პრაქტიკა.
  • ინკლუზიური განათლებისადმი კეთილგანწყობილი გარემო.
  • ინკლუზიური სწავლების მოდელები. თვალსაჩინო და არათვალსაჩინო უნარშეზღუდულობა.
  • სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირება და შეფასება.
  • სწავლების სტრატეგიები, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და სასწავლო მასალის ადაპტაცია.
  • სასწავლო პროგრამების ადაპტირება,მოდიფიცირება, აკომოდაცია. მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
  • საბაზისო უნარ-ჩვევების სწავლების თავისებურებები.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
  • სასწავლო გარემოს მოწყობა.
  • პედაგოგიური შეფასება.
  • რთული ქცევის მართვა.
  • ბავშვთა განვითარების დარღვევები.

ტრენინგს უძღვებიან ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებლები – ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი, მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი – ნანა ცარციძე. პრაქტიკოსი სპეც.პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი, წმ. თამარ მეფის სახ.სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სამკურნალო პედაგოგიკის კურსდამთავრებული – ხათუნა კობახიძე. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი – დავით ცარციძე.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე: სს. თი-ბი-სი ბანკი 
GE22TB7081036080100013 / TBCBGE 22

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები