GE

შალვა დადიანის №8                             ტელ: (+995 32) 298 42 53          ელ.ფოსტა: aklasi.edu@yahoo.com
თბილისი, საქართველო                                  (+995) 599 99 80 35  

მეტი
არქიკადი და ავტოკადი - ArchiCAD & AutoCAD

აირჩიე შენთვის სასურველი:

სწავლის ფორმა და პირობები:

  • ინდივიდუალური სწავლა,
  • მცირე ჯგუფი - 2-4 მსმენელი (ფასდაკლება!),
  • საშუალო ჯგუფი - 5-6მსმენელი (+ფასდაკლება),
  • დიდ ჯგუფი - 7 და მეტი მსმენელი (++ფასდაკლება).

შესწავლის ენა

  • ქრთული - სტანდარტული ფასები
  • რუსული - სტანდარტულ ფასს +70%
  • ინგლისური - სტანდარტულ ფასს +90%

სწავლის ადგილმდებარეობა:

  • ჩვენ ოფისში(თავისუფლების მოედანზე),
  • თქვენ ოფისში,
  • ონლაინ რეჟიმში.

სწავლის დონე:

  • საბაზისო,
  • გაძლიერებული,
  • პროფესიონალი,

გადახდის მეთოდი:

  • ეტაპობრივი - ყოველი დონის მე-2 და მე-5 სემინარიმდე,
  • წინასწარი - სწავლის დაწყებიდან მე-2 სემინარიმდე (ფასდაკლება++).

ავტოკადი - AutoCAD

  • საბაზისო დონე 8სთ
  • გაძლიერებული +8სთ
  • პროფესიონალი +16სთ

სრული პროფესიონალური კურსის (32 სემინარი) 

საბაზისო (8ლექცია): სამუშაო ფაილის პარამეტრების შერჩევა და პროექტის ნიმუშის (Template-ის) შექმნა;მარტივი 2D ფიგურების აგება და რედაქტირება;ფიგურების ერთმანეთზე ზემოქმედებით ახალი ფიგურების შექმნა;შრეებში (Leyers) მუშაობა, შექმნა და პარამეტრების კორექტირება; დაშტრიხვის და სხვა გრაფიკული ეფექტების გამოყენება; არსებული 2D ბლოკების გამოყენება და ახალის შექმნა; Parametric-ების შესწავლა;დეტალების ხედების აგება და სამშენებლო ნახაზი ზომების გამოტანით 2D-ში; პროექტის ამოსაბეჭდად მომზადება.

გაძლიერებული (+8ლექცია): რთული 2D ფიგურების აგება და რედაქტირება;ახალი 2D დინამიური ბლოკების შექმნა; 2D ნახაზების გადაყვანა 3D განზომილებაში; 2D ინსტრუმენტის დაწვრილებითი მიმოხილვა;3D ფიგურების, ბლოკების შექმნა და კორექტირება; სამშენებლო ნახაზის აგება 3D-ში.

პროფესიონალი (+16ლექცია): რთული 3D დეტალების აგება და კორექტირება; რთული 3D დინამიური ბლოკების შექმნა და კორექტირება; 3D ინსტრუმენტების დაწვრილებითი მიმოხილვა; ფაქტურების: შექმნა, შემოტანა, კორექტირება; რენდერი; ავტოკადის თავსებადობა სხვა საპროექტო და სარენდერო პროგრამებთან; განახლებადი სპეციფიკაციების შედგენა. პროექტის ამოსაბეჭდად მომზადება.

არქიკადი - ArchiCAD

  • საბაზისო დონე 8სთ
  • გაძლიერებული +8სთ
  • პროფესიონალი +16სთ

სრული პროფესიონალური კურსის (32 სემინარი) 

საბაზისო (8სემინარი): სამუშაო არის მოწყობა; პროექტის ნიმუშის(Template) შექმნა; ძირითადი ინსტრუმენტების შესწავლა; ფასადების, ჭრების და ზომების გამოტანა; მასალების რედაქტირება და შემოტანა; მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა; დამხმარე ინსტრუმენტები (Line, polyline...); მარტივი რენდერი; სრული პროექტის და ცალკეული კვანძების შენახვა სხვადასხვა ფორმატში და ამობეჭდვისთვის მომზადება.

გაძლიერებული (+8სემინარი): მოპირკეთების მასალების და ობიექტების შემოტანა; სამშენებლო კვანძების, დეტალების, განშლის და 3D დაფიქსირებული ხედების გამოტანა; ახალი: ობიექტების, მასალების, კიბეების, კარ-ფანჯრების, კედლების, კოლონების, კოჭების შექმნა; კიბის და მოაჯირის დაწვრილებითი შესწავლა; Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების მიმოხილვა; პროექტის მიბმა არსებულ ლანდაშაფტთან; არსებული შრეების (Layers) მიმოხილვა; რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობის პროექტირება.

პროფესიონალი (+16სემინარი): რთული კონსტრუქციის ობიექტების შექმნა და შენახვა სხვადასხვა ფორმატში; ახალი სტილების (Options-Element Atributes) შექმნა; Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების დაწვრილებითი შესწავლა; 2D ვიზუალიზაცია - ფაქტურების დადება სხვადასხვა საშუალებით; 3D ვიზუალიზაცია - რენდერი (Basic, Sketch, Maxon); ხარჯთაღრიცხვა, განახლებადი სპეციფიკაციები; არქიკადის თავსებადობა სხვა პროგრამებთან; ყველა ინსტრუმენტის დაწვრილებითი მიმოხილვა; რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობის პროექტირება (არასტანდარტული ხერხებით); პროექტის სხვადასხვა ხედვების(View) და ამოსაბეჭდი გვერდების მომზადება.

სასწავლო ცენტრი „აკლასი“ გისურვებთ წარმატებებს!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2021
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური, რუსული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები