GE

გამსახურდიას გამზ. 34          ტელ: +995 (32) 294 61 74             ელ-ფოსტა:info@leaf.ge
თბილისი, საქართველო                                                              ვებ-გვერდი: http://www.leaf.ge
                                                                                                              ფეისბუქი: https://www.facebook.com/leaf.ge  

მეტი
SAT ტესტისთვის მოსამზადებელი კურსი
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი - LEAF ამერიკაში ან ევროპაში ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსს SAT-ის ტესტირებისათვის.

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მისი უმაღლესი ქულაა 1600.

SAT მოიცავს:
  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას.
SAT-ის კურსი მოიცავს ტესტებზე მუშაობის უნარების განვითარებას. სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდება SAT-ის სტრუქტურაზე და ფუნდამენტურ სტრატეგიებზე. SAT - ში მიღებული მაღალი ქულა აპლიკანტს უზრდის როგორც მაღალი აკადემიური დონის უნივერსიტეტში მოხვედრის ალბათობას, ასევე დაფინანსების მიღების შანსს.

ცენტრში ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები. სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში - მაქსიმუმ 6 მოსწავლე.

გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა: კვირაში 3-ჯერ, 2 აკადემიური საათი (90 წუთი) ვერბალური ნაწილი, მათემატიკური ნაწილი კვირაში ერთხელ 2 აკადემიური საათი (90 წუთი).

SAT-ის კურსი ღირს 360 ლარი თვეში მხოლოდ ვერბალი და 480 ლარი თვეში ვერბალიცა და მათემატიკაც. არანაკლებ 3-თვიანი კურსის შემთხვევაში ერთიანი გადახდის დროს გათვალისწინებულია 10%-იანი ფასდაკლება.

ცენტრი, აგრეთვე, გთავაზობთ College Counseling -ის ნოვატორულ სერვისს. College Counseling  მოიცავს დახმარებას:
  • ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევაში;
  • დაფინანსების მოპოვებაში;
  • სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში;
  • შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნაში.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებული ელფოსტის ან საკონტაქტო ნომრების საშუალებით.
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები