GE
ტელეჟურნალისტიკის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 4500 ლარი
ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა აცხადებს მიღებას ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსზე.
 
კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება შემდეგი მიმართულებით: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი არგუმენტირებული გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად), ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე  მუშაობა, წერის დაგეგმვა და სტილისტური გასწორება.
 
სწავლების ფორმატი მოიცავს:
  • სალექციო კურსებს;
  • სემინარებს;
  • ტრენინგებს;
  • ვორქშოპებს;
  • პრაქტიკას ტელევიზიასა და რადიოში.
ლექციებს წაიკითხავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტები და მედია-ექსპერტები.
 
კურსის ფარგლებში შესასწავლი საგნები:
  • ჟურნალისტიკის საფუძვლები (მათ შორის, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ისტორია);
  • ჟურნალისტის პრაქტიკული უნარები (ინფორმაციის მოძიება, რეპორტაჟი, სიუჟეტი, ინტერვიუ, საინფორმაციო ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფიის და დოკუმენტური ფილმის საფუძვლები, აუდიო-ვიზუალური ესთეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.);
  • მეტყველების კულტურა;
  • ქართული ენა და სტილისტიკა;
  • კამერა და მონტაჟი;
  • ეთიკა და ჟურნალისტიკა;
  • მედია სამართალი (საჯარო ადმინისტრირება და საქართველოს ინსტიტუციები);
  • სოციალური ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საფუძვლები.
საბუთების მიღება გაგრძელდება 2014 წლის 22 სექტემბრამდე.
სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.
სრული კურსის ხანგრძლივობა 10 თვე.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
 
მიღება წარმოებს წერითი გამოცდის, ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები