სპეციალური პროგრამები ბავშვებისათვის
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
AIA-GESS საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისა და განვითარების ცენტრი გთავაზობთ:
სკოლამდელი ასაკის (მოსამზადებელი ჯგუფი 4-5 წელი) და სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ სასწავლო-შემეცნებით-შემოქმედებითი ხასიათის პროგრამებს:
- ენების შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამებს (ბრიტანეთი, ესპანეთი)
- საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების შემსწავლელ პროგრამებს
- კულტურულ-შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებს
- წიგნის კითხვისა და დისკუსიების მართვის სტრუქტურულ დახელოვნებას
- ფსიქოლოგთან ინდივიდუალური და ჯგუფური ხასიათის შეხვედრა-აქტივობებს
ბავშვთა ესთეტიკრი აღზრდისა და განვითარების ცენტრი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს იმ პრობლემებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია სწავლის პროცესში:
- კითხვის უნარის დაქვეითება
- წერის უნარის დაქვეითება
- დისპრაქსია (მოტორული უნარების სხვადასხვა სახის სირთულეები)
- თხრობის ან მოსმენის დარღვევა
- სმენითი პროცესირების დარღვევა
- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი AD/HD
- ფონოლოგიური დისლექსია
- დისგრაფია
ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ითვალისწინებს პრობლემის ადრეულ სკრინინგსა და იდენტიფიკაციას. სპეციალისტების მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამიჯვნა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიის შემუშავება-რეკომენდირებისათვის, რაც ნიშნავს დასწავლის ისეთ სპეციფიკას, სადაც სუსტ მხარეებზე გავლენა-ძლიერი მხარის ფაქტორებიდან გამომდინარეობს და სპეციალისტებთან ერთად ითვალისწინებს მშობლის აქტიურ ჩართულობას, შესაფერისი გარემოს შექმნას, ფსიქოლოგის დახმარებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, მოსწავლისთვის შესაფერისი აქტივობების შემუშავებას, ეფექტური წამახალისებელი სისტემის დაგეგმვას.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის