GE

აღმაშენებლის 172                ტელ: (+995) 32 251 47 30         ელ-ფოსტა: bdc.academy@gmail.com   
გარსევანიშვილის 3                        (+995) 593 00 06 84          ვებ-გვერდი: http://www.bdc-center.ge
თბილისი, გორი, საქართველო    (+995) 593 25 25 08

მეტი
ფარმაციის შემსწავლელი სრული ტრენინგ-კურსი უფასო პრაქტიკით და დასაქმების პროგრამით
ბი დი სი აკადემია გთავაზობთ ფარმაციის შემსწავლელ ტრენინგ-კურსს უფასო პრაქტიკით და დასაქმების პროგრამით, თბილისსა და გორში.

ნებისმიერი მსურველთათვის.ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.
 
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.
 
თეორიული კურსისი გავლის შემდეგ მსმენლები მიუხედავად მათი ტესტირების შედეგებისა გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა აფთიაქებში. (რომლის საფასურსაც აფინანსებს ბიდისი აკადემია)
 
პროგრამის მიზანი:
შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სისტემური ცოდნა ფარმაციაში დინამიკურად ცვლად გარემოში მუშაობისა და ორგანიზატორის უნარჩვევები, რათა შეძლონ დარგის სპეციალისტებზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნებისადმი ფეხის აწყობა. მოცემული მიზნის მისაღწევად აკადემიის აკადემიური პერსონალი თავის პოტენციალით და შემადგენლობით უზრუნველყოფს დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას.
 
ფარმაცია არის მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამედროვე მედიცინა განვითარების ამ ეტაპზე ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებს უყენებს. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფარმაცევტები, რომლებიც ფლობენ ფარმაციაში დღევანდელი დღისთვის შესაბამის ცოდნას, ამ ცოდნის მოპოვების, გაღრმავებისა და გამოყენების უნარებს.
 
პროგრამა აგებულია დარგში თანამედრვე მიღწევებსა და სტანდარტებზე, რომელიც მოდიფიცირებულია ჩვენი სასწავლებლის კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა ჩვენს მიერ მომზადებული სპეციალისტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ცოდნით და ამასთან ერთად ფლობდეს ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს. გავზარდოთ ფარმაცევტი, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში თავისუფლად იმოქმედებს, როგორც საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტების ასევე ეროვნულ კანონმდებლობისა და გაიდლაინების გამოყენებით. ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება.
კურსის კოორინატორია გამოცდილი კვალიფიკაციის მქონე მოქმედი ფარმაცევტი ლია ჯაში.
 
წარმატებულ მსმენელებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
 
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი თებერვალი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები