GE
ფარმაციის შემსწავლელი სრული ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 250 ლარი
ბიდისი აკადემია გთავაზობთ ფარმაციის შემსწავლელ კურსებს ავერსისა და პსპ-ს აფთიაქში სტაჟირებითა და დასაქმებით მხოლოდ 250 ლარად მხოლოდ ჩვენთან.

პსპ-ს, ავერსის აფთიაქებსა და კერძო აფთიაქებში სტაჟრებით გორსა და თბილისში.

ნებისმიერი მსურველთათვის. ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსმენლები მიუხედავად მათი ტესტირების შედეგებისა გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა აფთიაქში (რომლის საფასურსაც აფინანსებს ბიდისი აკადემია).

პროგრამა აგებულია დარგში თანამედრვე მიღწევებსა და სტანდარტებზე, რომელიც მოდიფიცირებულია ჩვენი სასწავლებლის კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა ჩვენს მიერ მომზადებული სპეციალისტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ცოდნით და ამასთან ერთად ფლობდეს ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს. გავზარდოთ ფარმაცევტი, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში თავისუფლად იმოქმედებს, როგორც საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტების, ასევე ეროვნულ კანონმდებლობისა და გაიდლაინების გამოყენებით.

კურსი მოიცავს:
  • ზოგადი ფარმაკოლოგია.
  • ვიტამინები.
  • თ/ტ მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები - ნოოტროპული საშუალებები.
  • ანტიჰისტამინური პრეპარატები.
  • ხველების საწინააღმდეგო საშუალებები.
  • ჰიპოფიზის ჰორმონები.
  • ესტროგენული პრეპარატები.
  • ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
  • ვაზოდილატატორები - ანტიანგინალური პრეპარატები.
  • ანტიაგრეგანტები ანტიკუაგულანტები.
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა.
  • ანემია.
  • გულის დაავადებები.საგულე გლუკოზიდები.
  • ანტიარითმიული პრეპარატები.
  • გლუკოკორტიკოიდები (სტეროიდები)
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.
  • ამინოგლიკოზიდები.
  • პენიცილინის ჯგუფის სულფანილამიდები.
  • ანტიპროტოზოული პრეპარატები.ანტიმიკოზური საშუალებები.
  • ანტიჰელმითური საშუალებები.
  • ჰიპოთენზიური საშუალებები.
  • ფსიქოტროპული საშუალებები.
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები.პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.
  • თვალის დაავადებები. სამკურნალო პრეპარატები
  • ფაგებით მკურნალობა. საოჯახო აფთიაქი.
  • კლიენტებთან ურთიერთობა - შეთავაზება, მომსახურების მოკლე კურსი.
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
 
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ სტაჟირების გავლის  PSP -ს; 36/6, 36+6; იბერია + ; წითელი „ა“-ს აფთიაქებში, სადაც ადგილზე გაეცნობიან წამლებს და შეისწავლიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას. სტაჟიორები შეისწავლიან როგორც აფთიაქის ოპერატორის, ისე აფთიაქის მენეჯერის სააფთიაქო პროგრამას.
 
პირველი ორი ლექცია არის უფასო.
გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები