GE
იურისტთა სწავლებისა და გადამზადების პროგრამა!
ბი დი სი აკადემია გთავაზობთ იურისტთა სწავლებისა და გადამზადების პროგრამას.
 
პროგრამა უზრუნველყოფს საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ და დასაქმების მსურველი პირებისთვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამის მონაწილე დამატებით საფუძვლიან ცოდნას მიიღებს და კვალიფიკაციას აიმაღლებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების სამართალში, ასევე შეიძენს მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსისა და სხვა მოხელისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესძენს დამატებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს პროფესიულ საქმიანობაში, ხოლო ინტერესის შემთხვევაში, გაუადვილებს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.
 
პროგრამა მოიცავს 2 დამოუკიდებელ კურსს - სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართალსა და სისხლის სამართალში. ორივე ჯგუფს ასევე წაეკითხება ლექციების კურსი საკონსტიტუციო სამართალსა და ადამიანის უფლებებში.
 
ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა სერტიფიკატი.
 
ამასთან, პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები აბარებენ საბოლოო ტესტს, სასერტიფიკატო პროგრამის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები გაივლიან შემდეგ დისციპლინებს:
 
1) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართალში:
ა) სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - აქტუალური საკითხები, არსებული პრაქტიკა და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი - აქტუალური საკითხები, არსებული პრაქტიკა და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
 
2) სისხლის სამართალში:
სისხლის სამართლის კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - აქტუალური საკითხები, არსებული პრაქტიკა და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
 
ორივე ჯგუფს ასევე წაეკითხება:
  • საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ინსტრუმენტები - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
  • სამართლებრივი წერის ტექნიკა.
თითოეული ლექციისას დეტალურად იქნება განხილული აქტუალური საკითხები, მათი მნიშვნელობა, უახლესი საერთაშორისო ტენდენციები, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი გამოცდილება, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
 
პროგრამა აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე, რომლის დროსაც პროგრამის მონაწილე ჩართულია დისკუსიაში, რაც ემსახურება ანალიტიკური აზროვნების უნარის გაღრმავებას, პოზიციის ნათლად გამოხატვისა და მისი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარების უნარის დახვეწას, საჯარო მეტყველების განვითარებას, პროფესიული ეთიკის შემდგომ განვითარებას და სხვა.
 
პროგრამის ტრენერებად მოწვეული არიან შესაბამისი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები