GE
ჟურნალისტის, ტელე-მემონტაჟის, საოპერატორო ხელოვნების და სცენარისტების კურსები

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი და ტელეკომპანია თრიალეთი აცხადებს მიღებას თბილისსა და გორში ჟურნალისტის, ტელე-მემონტაჟის, საოპერატორო ხელოვნების და სცენარისტების (მოკლე   და გრძელვადიან) კურსებზე.

ჩამოთვლილი დისციპლინების გარდა შეისწავლება; ინგლისური, ფოტოხელოვნება, მეტყველება, კომპიუტერული პროგრამები. წარჩინებული სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან რადიო კომპანიებსა და ტელევიზიებში.

ფასი 150 ლარი თვეში.

კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება შემდეგი მიმართულებით: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი არგუმენტირებული გადმოცემა (წერილობით და ზეპირად), ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე  მუშაობა, წერის დაგეგმვა და სტილისტური გასწორება.

სწავლების ფორმატი მოიცავს:

  • სალექციო კურსებს;
  • სემინარებს;
  • ტრენინგებს;
  • პრაქტიკას ტელევიზიასა და რადიოში.

ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ჟურნალისტები და მედია-ექსპერტები.

კურსის ფარგლებში შესასწავლი საგნები:

  • ჟურნალისტიკის საფუძვლები (მათ შორის, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ისტორია);
  • ჟურნალისტის პრაქტიკული უნარები (ინფორმაციის მოძიება, რეპორტაჟი, სიუჟეტი, ინტერვიუ, საინფორმაციო ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფიის და დოკუმენტური ფილმის საფუძვლები, აუდიო-ვიზუალური ესთეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.);
  • მეტყველების კულტურა;
  • ქართული ენა და სტილისტიკა;
  • კამერა და მონტაჟი;
  • ეთიკა და ჟურნალისტიკა;
  • მედია სამართალი (საჯარო ადმინისტრირება და საქართველოს ინსტიტუციები);
  • სოციალური ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საფუძვლები.

საბუთების მიღება გაგრძელდება 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.

სრული კურსის ხანგრძლივობა 6-დან 1 წლამდე.

სასწავლო პროცესი ითვალისწინებს:

  • სტაჟირებას ტელეკომპანია ‘’თრიალეთში"
  • პროფესიულ სატელევიზიო ტექნიკასთან მუშაობა;
  • მასტერკლასებს მედიის პროფესიონალებთან.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი სერთიფიკატი ტელეკომანია თრიალეთისა და ევროპული განათლების აკადემია ბიდისის მიერ, წარმატებული მსმენელები დასაქდებიან .

მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

რეგისტრაცისთვის დაგვიკავშირდით. ადგილები შეზღუდულია.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები