GE

აღმაშენებლის 172                ტელ: (+995) 32 251 47 30         ელ-ფოსტა: bdc.academy@gmail.com   
გარსევანიშვილის 7                        (+995) 593 00 06 84         ვებ-გვერდი: http://www.bdc-academy.ge
თბილისი, გორი, საქართველო    (+995) 593 25 25 08

მეტი
ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი დასაქმებით!

ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის შემსწავლელი ტრეინინგ-კურსი დასაქმებით, გორსა და თბილისში.

კურსი მომიცავს:

  • ტურისტული საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის საკითხები.
  • განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები; ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა; მსოფლიო ტურისტული რეგიონები;
  • (ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას; თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს.
  • გაეცნობიან მსოფლიოს უმთავრეს ტურისტულ ცენტრებს, საერთაშორისო ტურიზმში საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად მაჩვენებლებს, წესებსა და ჩვეულებებს. კურსი განიხილავს სერთაშორისო ტურიზმის თავისებურებებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს, თეორიულ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმში, მიწოდებას განთავსების ბაზარზე, საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის როლს საერთაშორისო ტურიზმში და სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსოფლიოს ტურისტულ რეგიონებს, გენერატორ ქვეყნებს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ძირითად შემადგენელს, ტურისტული ნაკადების მიმღები ქვეყნებს და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრებს.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
  • პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას
  • ტურების კლასიფიკაცია.
  • უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას. თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა. რუკების გამოყენება ტურის დაგეგმარებისას
  • მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა.
  • ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში.
  • მოკლევადიანი ტურის პრეზენტაცია
  • გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას.
  • სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში
  • სამომავლო ტურიზმის დაგეგმვა და მართვა.
პროგრამა აგებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებზე. თეორიულად  შესწვალის შემდეგ მსმენელები სტაჟირებას გადიან ტურისტულ კომპანიაში, სადაც მათ ეძლევათ რეალურად დასაქმების შესაძლებლბა.
 
კურსის ხანგრძლივობა სამი-ექვსი თვე.
 
დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები