GE

აღმაშენებლის გამზ. 55              ტელ: (+995 32) 214 33 06            ელ–ფოსტა: info@britanuli.ge
თბილისი, საქართველო                       (+995) 555 00 25 56            ვებ–გვერდი: http://www.britanuli.ge

მეტი
რუსული ენის კურსი
,,ბრიტანული სახლი” გთავაზობთ რუსული ენის კურსს.
 
დარეგისტრირდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და დაიწყეთ სწავლა! 
 
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • პატარა ჯგუფები - მაქსიმუმ 5 მსმენელი
  • ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობა
  • მისაღები ფასი - 120 ლარი/თვე ჯგუფურად, 150 ლარი/თვე ინდივიდუალურად
  • მოქნილი გრაფიკი - 10:00-დან 22:00-მდე
  • დიდი გამოცდილება - 7 წელი ბაზარზე
  • ცენტრალური მდებარეობა
კურსის აღწერილობა
კურსი წარმოადგენს ზოგადი და აკადემიური რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების სინთეზს. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს რუსულ ენაზე კომუნიკაციისა და აზროვნების წარმართვა უმოკლეს ვადებში.
 
კურსზე მიმდინარეობს სწავლა შემდეგი დონეების მიხედვით:
 
A1-A2 მსმენელს შეუძლია წაიკითხოს  მოკლე მარტივი ტექსტები სხვადასხვა წყაროდან  ისეთი როგორიც არის  ჟურნალ-გაზეთების სათაურები, ეტიკეტები, განცხადებები და ა.შ.  ძირითადი და დამატებითი  ინფორმაციის გაგება ადაპტირებული ტექსტებიდან. მსმენელს შუძლია მოკლე წერილის დაწერა, მისალოცი ბარათი შედგენა, სხვადასხვა პატარა ტექსტებიდან შინაარსის გადმოცემა, დიალოგის წამოწყება, მარტივ სტანდარტულ სიტუაციებში. მოსმენილის გაგება და აღქმა. ასევე მსმენელი შეძლებს დაგროვილი ლექსიკის მარაგით,  და სწორი გრამატიკული კონსტრუქციებით, ისაუბროს საკუთარ თვზე, მეგობარზე, ოჯახზე, ამინდზე, სამსახურზე და ა.შ. იცის თუ როგორ გამოიყენოს გრამატიკული და ლექსიკური უნარები. ლექსიკური მინიმუმის მოცულობამ უნდა მიაღწიოს 1 300 ერთეულს.
 
B1-B2 მსმენელს შეუძლია თავისუფლად  წაიკითხოს  და აღიქვას  ტექსტები, ჟურნალები, გაზეთები, მხატვრული ლიტერატურა. წაკითხულის გაგება და ცალკეული დეტალების გააზრება. მსმენელი შეძლებს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა შეექმნას მოგზაურობისას ან იმ გარემოში სადაც უცხო ენაზე საუბრობენ. მსმენელს შეუძლია 20 და მეტი წინადადებისგან შემდგარი  სხვადასხვა თემატიკის ტექსტების დაწერა,  გეგმებისა და რეფერატების შედგენა დამუშავება, მოსმენილი ტექსტის გადმოცემა.
 
პირადი და საქმიანი წერილების, დოკუმენტაციის წარმოება
პრესის და მედიის აღქმა, სხვადასხვა სიტუაციის გაანალიზება თავისუფალ თემებზე.
ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების ადეკვატურად აღქმა და გადმოცემა.
ლექსიკური მინიმუმის მოცულობა 3000-10000 ერთეული. B2 დონე რუსულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ინსტიტუტებში სწავლის საშუალებას იძლევა. 
 
C1 მსმენელს შეუძლია პროფესიონალურ დონეზე რუსულ ენაზე საუბარი ნებისმიერ სიტუაციებში,  რომელიც ეხება როგორც  სოციალურ-კულტურულ ასევე  ბიზნეს სფეროებს.
 
მსმენელი თავისუფლად ფლობს ენას, რაც მას ეხმარება  სამეცნიერო ტერმინოლოგიის და დიალოგების თარგმნაში. მას შეუძლია ნებისმიერი თემატიკის  ორიგინალი ტექსტების აღქმა და გადმოცემა, მათ შორის რუსული მხატვრული ლიტერატურის კითხვა. რადიო და ტელეგადაცემების, საჯარო გამოსვლების სწორად გაგება. ლექსიკური მინიმუმი უნდა შეადგენდეს 20 000 ერთეულს.
 
კურსის მიზანი:
  • შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები;
  • დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა;
  • გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა;
  • შეძლოთ აზროვნება რუსულ ენაზე.
გაიცემა სერტიფიკატი!
 
სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები