GE
სასაუბრო კურსი ინგლისურ ენაში
„ბრიტანული სახლი“ გთავაზობთ ინგისური ენის კომბინირებულ სასაუბრო ინტენსიურ კურსებს უცხოელი პედაგოგის მონაწილეობით სპეციალურ ფასად.
 
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • პატარა ჯგუფები - მაქსიმუმ 5 მსმენელი;
  • კვირაში 4 გაკვეთილი;
  • უცხოელი პედაგოგი;
  • მისაღები ფასი - 200 ლარი;
  • მისაღები გრაფიკი - მეცადინეობა საღამოს საათებში;
  • დიდი გამოცდილება - 7 წელი ბაზარზე;
  •  ცენტრალური მდებარეობა
კურსის აღწერილობა კურსი წარმოადგენს ზოგადი და სასაუბრო ინგლისური ენის სინთეზს. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები და ექსკლუზიურად „ბრიტანულ სახლში“ უცხოელ პედაგოგთან კონტაქტის შესაძლებლობა. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და აზროვნების წარმართვა, საუბრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უმოკლეს ვადებში, თანამედროვე, ცოცხალი ინგლისური ენასის შესწავლა.
კურსზე მიმდინარეობს სწავლა შემდეგი დონეების მიხედვით:
 
A1 დონის მსმენელს შეუძლია გაიგოს და გამოიყენოს ნაცნობი, ყოველდღიური გამონათქვამები და ელემენტარული ფრაზები, რომლებიც მიმართულია დააკმაყოფილოს რაიმე კონკრეტული საჭიროებები. მსმენელს ასევე შეეძლება, წარადგინოს საკუთარი თავი ან სხვა პიროვნება. დასვას და უპასუხოს კითხვებს, მოგვაწოდოს ინფორმაცია მისი საცხოვრებელი ადგილისა და საქმიანობის შესახებ. შეძლებს ჩაერთოს საუბარში თუ მოსაუბრე საუბრობს ნელა და გარკვევით.
 
A2 დონის მსმენელს შეუძლია გაიგოს და გამოიყენოს ხშირად გამოყენებადი წინადადებები და გამოთქმები, რომლებიც კავშირშია მის ყოველდღიურ საქმიანობებთან. (მაგალითისთვის ისაუბროს საყიდლებზე, ადგილობრივ გეოგრაფიაზე, ძალიან ელემენტარულ ოჯახურ ინფორმაციაზე და მის საქმიანობაზე). მსმენელი შეძლებს კომუნიკაციას მარტივ და რუტინულ თემაზე, რომელიც მოითხოვს მარტივ სასაუბრო ენას და ინფორმაციის პირდაპირ გაცვლას ამ რუტინულ საკითხებზე. ასევე, მარტივი ტერმინებით შეძლებს ისაუბროს თავის წარმომავლობაზე, საცხოვრებელ პირობებზე და საჭიროებებზე.
 
B1-B2  დონის მსმენელს შეუძლია გაიგოს მთავარი აზრი ნაცნობი საკითხებისა, რომლებიც რეგულარულად ხვდება სამსახურში, სასწავლებელსა თუ თავისუფალი დროის საქმიანობებში. მსმენელი შეძლებს, შექმნას ადვილი ტექსტი ნაცნობ თემებზე ან გამოხატოს ინტერესები. შეძლებს, აღწეროს საკუთარი გამოცდილებები, მოვლენები, ოცნებები, იმედები, ამბიციები და მოგვაწოდოს მოკლე ახსნა და მიზეზები მისი აზრებისა და გეგმების. მსმენელს შეუძლია, გაიგოს მთავარი იდეა რთული ტექსტისა როგორც კონკრეტულ, ასევე აბსტრაქტულ საკითხებზე. შეძლებს ჩაერთოს საუბარში საკმაოდ გამართული მეტყველებით, შესაძლოა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
 
C1 მსმენელი შეძლებს, გაიგოს მთელი რიგი რთული ტექსტებსა და  წინადადებებისა. შეძლებს გამოიყენოს ენა მოქნილად, სოციალური აკადემიური თუ პროფესიული მიზნებისთვის. შეძლებს სტრუქტურულად გამართულად ჩამოაყალიბოს აზრი რთულ საკითხებზე.
 
C2 მსმენელს ძალიან ადვილად შეუძლია, გაიგოს ყველაფერი, რაც ესმის ან რასაც კითხულობს. შეუძლია, შეაჯამოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. შეძლებს  გადმოსცეს  საკუთარი აზრი სპონტანურად, ზუსტად და იდეალურად.
 
კურსის მიზანი:
  • შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები;
  • დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა;
  • გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა;
  • შეძლოთ აზროვნება ინგლისურ ენაზე;
გაიცემა სერტიფიკატი!
 
სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები