GE
თურქული ენის კურსი
,,ბრიტანული სახლი“ გთავაზობთ თურქული ენის კურსს.
 
დარეგისტრირდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და დაიწყეთ სწავლა! 
 
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • პატარა ჯგუფები - მაქსიმუმ 5 მსმენელი;
  • ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობა;
  • მისაღები ფასი - 120 ლარი/თვე ჯგუფურად, 150 ლარი/თვე ინდივიდუალურად.
  • მოქნილი გრაფიკი - 10:00-დან 22:00-მდე;
  • დიდი გამოცდილება - 7 წელი ბაზარზე;
კურსის აღწერილობა
კურსი წარმოადგენს ზოგადი და აკადემიური თურქული ენის შემსწავლელი პროგრამების სინთეზს. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები.   სწავლება ორიენტირებულია სწორად და თავისუფლად მეტყველების,  წერა-კითხვის, მოსმენის, აღთქმა-გაგებისა და თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
 
სწავლება მიმდინარეობს შემდეგი  დონეების მიხედვით:
A1-A2 შეისწავლება: წერა-კითხვა, გრამატიკის ზოგადი დებულებები, სიტყვების სწორად გამოთქმა, მარტივი წინადადებების შედგენა-გამოყენება და მარტივ დონეზე საუბარი.
 
B1-B2 შეისწავლება: გრამატიკის სრული კურსი, აბსოლუტივების სწორად გამოყენება, ენის დამოუკიდებლად გამოყენება, ზოგადი სამეცნიერო თემატიკის ცოდნა, პრესისა და მედიის აღთქმა-გაანალიზება და თარგმანი, ენისთვის დამახასიათებელი დიალექტების დახვეწა.
 
C1-C2 შეისწავლება: პროფესიონალურ დონეზე თურქულ ენაზე საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დახვეწა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა, ასევე თურქეთში სწავლის შემთხვევაში გაივლიან მოკლევადიან ენის შემსწავლელ კურსებს.

კურსის მიზანი
  • შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები;
  • დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა;
  • გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა;
  • შეძლოთ აზროვნება თურქულ ენაზე.
გაიცემა სერტიფიკატი!
 
სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები