GE
ტრენინგი - კოპირაიტინგი შენთვის!
ღირებულება: 285 ლარი
ცირა ბარბაქაძის რიტორიკის სკოლა გთავაზობთ ტრენინგს - კოპირაიტინგი შენთვის!
 
წარმატების (კოპი)რეიტინგი!
 
აღწერა:
ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას შთანთქავს, მაგრამ კოპირაიტინგი არის და იქნება მომავლის  მოთხოვნადი პროფესია.
შენ გაქვს უნარები, რომლის შესახებ არც კი იცი... თუ შენთვის წერა სიამოვნებაა, ის შეიძლება გახადო სასარგებლოც!
 
შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებით შენ შეძლებ დაეუფლო კოპირაიტინგს, დაიკავო შესაბამისი ვაკანსია ან გახდე ფრილანსერი  და მიიღო შემოსავალი ტრენინგის დასრულებისთანავე.
 
კოპირაიტინგი - ეს არ არის უბრალოდ ტექსტის შედგენა, ეს არის გარკვეული ამოცანების გადაწყვეტა ტექსტის საშუალებით (ე.წ. სარეკლამო წერა). მხოლოდ შემოქმედებითი წერა საკმარისი არ არის. როცა კოპირაიტერი ქმნის ტექსტებს ინტერნეტ-სივრცისთვის, აუცილებელია შესაბამისი ალგორითმების გათვალისწინება. თქვენს ტექსტს მეტი მკითხველი სჭირდება, ამაში კი უნართან ერთად ტექნოლოგიების ცოდნაც დაგეხმარებათ!
კოპირაიტინგის  დაუფლება, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში, ყველას შეუძლია.
 
თანამედროვე კოპირაიტინგი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, შესაბამისად, თქვენ წყვეტთ, რომელი გირჩევნიათ: წეროთ საიტებისთვის სხვადასხვა თემებზე, წეროთ რეკლამები, შექმნათ სლოგანები, დაარქვათ სათაურები და ასე შემდეგ... დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე; დაკვეთები მრავალფეროვანია, თუმცა თუ დაეუფლებით კომერციული წერის სტილს, შეძლებთ ყველა დავალების შესრულებას!
 
კოპირაიტინგი - სიტყვებისა და ფრაზების მიზანში სროლაა! მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაიპყროთ ადამიანთა ყურადღება, რათა მოუყვეთ მათ თქვენს იდეაზე, საქმიანობაზე, გააცნოთ პროდუქტი,  (ან სულაც ესაუბროთ სიყვარულზე)...
 
მთავარია, გამოიწვიოთ მოქმედება!
 
 ძირითადი თემები:
  • რა არის კოპირაიტინგი და ვინ არის კარგი კოპირაიტერი?
  • როგორ დავწეროთ კომერციული ტექსტი AIDA-ს მოდელის მიხედვით; რა არის SEO და LSI - კოპირაიტინგი;
  • ტექსტის სტილისა და რიტმის განსაზღვრა - მონოტონურობისა და ერთფეროვნების დაძლევა, სინტაქსური და გრამატიკული საშუალებები;
  • პოპ-კულტურა და სოციალური კონტექსტი;
  • ნლპ და ტექსტი
  • აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური აღქმა და მათი შესაბამისი ვერბალური კოდები ტექსტში - ზემოქმედების გაძლიერების საშუალებები;
  • როგორ შევქმნათ შესაბამისი დანიშნულების მეტაფორა?
  • ტექსტი, როგორც ფილმი; Storytelling-ის მეთოდი;
  • ენობრივი თამაშები სლოგანებში;
  • როგორ დავარქვათ სათაური?
  • წარადგინე იდეა 7 სლაიდით!
  • აქტუალური ორთოგრაფია. 
ვისთვისაა ეს კურსი?
  • მოქმედი კოპირაიტერებისთვის;
  • გაყიდვების მენეჯერებისთვის;
  • მარკეტოლოგებისთვის;
  • ბიზნესმენებისთვის;
  • ჟურნალისტებისა და ფილოლოგებისათვის;
  • ნებისმიერი დაინტერესებულისთვის, ვინც თვლის, რომ წერა საინტერესოა!
რას მიიღებთ კოპირაიტინგის  შესწავლით?
  • თუ მუშაობთ, გაიუმჯობესებთ ტექსტების შექმნის ხარისხს, თუ არ მუშაობთ, შეძლებთ კურსის დასრულებისთანავე გახდეთ ფრილანსერი, მიიღოთ შემოსავალი და გამოცდილება, ან დაიკავოთ შესაბამისი ვაკანსია, რადგან კარგ კოპირაიტერზე დიდი მოთხოვნაა;
  • თქვენ შეგეძლებათ შექმნათ არა მხოლოდ შემოქმედებითი და კრეატიული ტექსტი, არამედ - მიზნობრივი, გარკვეულ ალგორითმებზე აგებული, SEO და LSI - კოპირაიტინგის გათვალისწინებით;
  • ტრენინგის დროს თქვენ შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ მიზნობრივი, კომერციული ტექსტების შექმნის დიდი უნარი გაქვთ (რის შესახებაც არ იცოდით), რაც თქვენს წარმატებას განაპირობებს!
  • შეგეძლებათ მეტაფორების კომერციული გამოყენება - მეტი ინფორმაცია და ემოცია ნაკლები სიტყვებით!
  • კოპირაიტინგის შესწავლა - ეს არის დროის სარფიანი დაბანდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გახდებით კოპირაიტერი; შეგეძლებათ საკუთარი იდეების ეფექტური წარდგენა, კომერციული ბლოგების წერა, საკუთარი ბიზნესისთვის სარეკლამო ტექსტების შექმნა და სხვა;
  • ჰოდა, რაღას ელოდები? დაიწყე ახალი და საინტერესო ცხოვრება; დარეგისტრირდი დღესვე!
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი - 2 კვირა, 6 შეხვედრა.
ერთი შეხვედრა - 3 საათი (ყავის შესვენებით);
 
სამუშაო დღეები:
19-21-23-26-28-30 მარტი
ჩატარების დრო: 18:30 სთ. - 21:30 სთ.
 
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 12 მსმენელი
ტრენინგი დაიწყება: 19 მარტი
ტრენინგის ფასი: 285 ლარი
 
ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი!
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით!

სტუდენტებისთვის ფასდაკლება - 15%!
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
ტრენინგს გაუძღვება: მეცნიერების დოქტორი, ა(ა)იპ რიტორიკის სკოლის დირექტორი, მეცნიერი და პოეტი, ცირა ბარბაქაძე.
  • სწავლების 30-წლიანი გამოცდილებით (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • უნივერსიტეტში უძღვებოდა საავტორო კურსებს: რიტორიკა, მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ, რეკლამის ენა, სემანტიკა, სემიოტიკა და სხვა...
  • მისი სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებულია ენის ახალი შესაძლებლობების კვლევასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან, ენის ინჟინერიასთან, ნიშნური სისტემების კვლევასთან...
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები