GE
ტრენინგი ადვოკატის უნარ-ჩვევებში
სპს "ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანია" გთავაზობთ სასწავლო კურსს "ადვოკატის უნარ-ჩვევები - იურიდიული პროფესიის ეთიკური სტანდარტები და სასამართლო ფსიქოლოგია".

სპეციალური, უნიკალური ტრენინგი შექმნილია მათთვის, ვინც ეწევა საადვოკატო საქმიანობას ან სურვილი აქვს დაეუფლოს საადვოკატო უნარ-ჩვევებს. ასევე, კურსი გათვალისწინებულია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის.

სწავლების პროცესში მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და საერთაშორისო სტანდარტებით იურისტის უნარ-ჩვევებს შეასწავლიან მაღალკვალიფიციური, მოწვეული ცნობილი ექსპერტები. ტრენინგის მეორე ნაწილი დათმობილი აქვს სამეტყველო ენის სიწმინდეს, კულტურას და მჭევრმეტყველების ხელოვანებას ადვოკატის საქმიანობაში.

სემინარის მიმდინარეობის დროს განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები
. მასტერკლასს ჩაატარებს-იურისტი, სამართლის დოქტორანტი, სისხლის სამართლის ექსპერტი ეკა ბესელია.
  • ადვოკატის პროფესიული საქმიანობის პრინციპები
  • ადვოკატთა ეთიკის კოდექსი:
ა. დამოუკიდებლობის პრინციპი
ბ. ნდობის პრინციპი
გ. კონფიდენციალურობის პრინციპი
დ. კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი
ე. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი
ვ. კოლეგიალობის პრინციპი
ზ. პირადი საჯაროობა
  • ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა
  • ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან
  • ურთიერთობა ადვოკატისა სხვა ადვოკატთან
  • ადვოკატის უფლება და მოვალეობები
  • პროფესიული საიდუმლოება
  • მოთხოვნები ადვოკატისადმი
  • საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება, ადვოკატის სამართლებრივი დაცვა.
2. სასამართლო ფსიქოლოგია. სასწავლო პროცესს ჩაატარებს ცნობილი ფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ჩაჩუა.

სასამართლოს ფსიქოლოგიის თავისებურებანი და მნიშვნელოვანი ასპექტები.

3. მეტყველების უნარ-ჩვევები. მასტერკლასს ჩაატარებს ბ-ნი დავით ნაკაიძე.
  • ადვოკატის მიერ ბგერის წარმოთქმის სისწორე
  • მართებული მახვილი ქართულ მეტყველებაში
  • ტექსტი და ქვეტექსტი
  • ყურადღების კონცენტრირება და მეხსიერება
  • ადვოკატის მეტყველებაში ე.წ. "პაუზის მნიშვნელობა"
  • ადვოკატის ემოციური მეტყველება და გარეშე მყოფებზე დარწმუნების უნარის გამომუშავება.
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ხელს შეუწყობს იურისტს მაქსიმალურად დაეუფლოს თავის სამეტყველო აპარატს; სხარტად და სახიერად ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი; განასხვავოს საკუთარი ტექსტის წარმოთქმისას მთავარი არამთავარისაგან; ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების დაუფლებისას მიაღწიოს საზოგადოებაზე (სასამართლოზე) ემოციური ზეგავლენის ხელოვნებას.

ლექციების ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება და მიიღებენ მათი მიღწევის შესაბამის სერთიფიკატს.

ტესტირების შედეგებით და ექსპერტების რეკომენდაციით კი საუკეთესო მსმენელები "ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანიაში" გაივლიან 2 თვიან სტაჟირებას. ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს საადვოკატო კომპანიასთან თანამშრომლობის სამუშაო კონტრაქტი.

სწავლების ღირებულება:

6 თვიანი სასწავლო კურსი: 600 ლარი.
3 თვიანი სასწავლო კურსი: 300 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოადგინეთ თქვენი მონაცემები (CV). თქვენი საბუთების განხილვის შემდეგ დაგიკავშირდებათ მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
ტრეინინგი იწყება, საბუთების მიღება გრძელდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განტავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები