GE
აქცია - მარკეტინგის ინტეგრირებული სასწავლო კურსი სტაჟირებით
აქცია მარკეტინგის ინტეგრირებული სასწავლო კურსი სტაჟირებით!
ტრენინგი განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში დასაქმების მსურველებისთვის. ასევე მარკეტინგული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის  და სოციალური მედიის მიმართულებით  მომუშავე მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურთ ცოდნის გაღრმავება და აინტერესებთ, პრაქტიკულად როგორ იქმნება საქართველოში მარკეტინგული კამპანიები, აქციები ან როგორ მუშაობს მარკეტინგული ინსტრუმენტები. ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ზოგადი თეორიითა და რეალური სავარჯიშოებით შეისწავლიან თემატიკაში მოცემულ საკითხებს.
 
სასწავლო კურსის თემატიკა:
  • მარკეტინგის არსი, ფუნქცია და განვითარების გზა
  • მარკეტინგის მართვა და მარკეტინგული მიქსი
  • მარკეტინგის მენეჯერი თანამედროვე პრაქტიკაში, მისი როლი კომპანიაში
  • მარკეტინგული გარემო, ბაზრის ანალიზი და პოზიციონირება
  • მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა და კვლევები
  • ბრენდინგი და ახალი პროდუქტის განვითარება
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
  • მარკეტინგული პროექტი, სტრატეგიის შედგენა და იმპლემენტაცია
  • გაყიდვების მხარდაჭერა
  • მარკეტინგი კრიზისის დროს
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • მარკეტინგი გლობალიზაციის პირობებში
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით. ტრენინგი პრაქტიკული ქეისებით და გუნდური სავარჯიშოებით არის დატვირთული. კურსი მოიცავს ორ შუალედურ ტესტირებას და საბოლოო პროექტს, რომელიც ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას შეაჯამებს.
 
წარმატებული მსმენელები დამატებით გაივლიან  ერთკვირიან სტაჟირებას მაღალბიუჯეტიან სახელმწიფო ორგანიზაციაში და მათზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.
 
ტრენინგის განრიგი:
კურსის დაწყების თარიღი: 2 ოქტომბერი
კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა
ლექციები ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-დან  21:00 სთ-მდე
ტრენინგის ღირებულება აქციის ფარგლებში 450 ლარის ნაცვლად 300 ლარი

აგრეთვე მოქმედებს დამატებითი შეღავათი თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანამშრომლების ერთდროულად სწავლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 260 ლარი.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია ადგილზე, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
საფასურის გადახდისას მიუთითეთ თქვენი გვარი და პროგრამის სახელწოდება

დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი.

საბანკო რეკვიზიტები:
შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
კოდი: TBCBGE22
ა/ა GE84 TB77 3983 6080 1000 04
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები