GE
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმების ხელშეწყობით
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმების ხელშეწყობით. მიმდინარეობს რეგისტრაცია საგაზაფხულო ვაკანსიებისთვის.
 
ჩვენ უკვე 200 -ზე მეტი დასაქმებული გვყავს! იხილეთ ჩვენს Facebook გვერდზე ალბომი: „ჩვენი დასაქმებული მსმენელები“.
 
ბანკირთა მომზადების სასერტიფიკატო, სპეციალური სწავლების კურსი, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში!
 
კურსის მიზანი: კვალიფიციური კადრების გადამზადებით დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა.
 
სასწავლო(სასერტიფიკატო) კურსი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს არსებული პოზიცია საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში. აგრეთვე დამამთავრებელი კურსის უნივერსიტეტისა და კოლეჯის კურსდამთავრებულებისათვის, ვისაც სურს გაიაროს პრაქტიკები. პრაქტიკის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულებათა და მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად.
 
პროგრამის აღწერილობა:
ჩვენ გასწავლით ზუსტად იმას, რასაც ითხოვს დამსაქმებელი.
  • ფიზიკური დაიურიდიული პირის რეგისტრაცია (რეზიდენტი, ინსაიდერი, VIP);
  • ანგარიშების გახსნა:  მიმდინარე, VISA ELECTRON,VISA CLASSIC, VISA GOLD,VISA BUSINESS;
  • სალაროს ოპერაციები: შემოსავლის და გასავლის ორდერი, კონვერტაციები სალაროში-ეროვნული და უცხოური ვალუტის დახურდავება;
  • გასაუბრების პრინციპები, CV, სამოტივაციო წერილის შედგენა;
  • საგადახდო დავალებები: (ხელფასის დარიცხვა,  გადარიცხვები ბანკთაშორის,სახაზინო); 
  • საბანკო ტესტური დავალებები (მათემატიკური, ვერბალური, IQ ტესტები);
  • მომზადება გასაუბრებისთვის: ჯგუფური, ინდივიდუალური, ქეისების განხილვა;
  • საბანკო ტესტური დავალებები: (საქართველოს ბანკის, თიბისი, ვითიბი,ბაზის ბანკის, ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და სხვა  ბანკების მიერ გამოყენებული ტესტების გარჩევა);
  • CV-ის ფოტო გადაღება ადგილზე, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და გაგზავნა ყველა სასურველ, ვაკანტურ  პოზიციაზე;
  • საანაბრე პროდუქტების შექმნა: მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი;
  • სესხის გაფორმების პროცედურა: სასესხო პროდუქტების შექმნა (ავტოსესხი, სამომხმარებლო ოვერდრაფტი, იპოთეკა, გარანტია, სტუდენტური სესხი).
  • ფულადი ნიშნების ექპერტიზა:
- ქართული ლარი
- USD - დოლარი
- EUR - ევრო
- GBP - სტერლინგი
- CHF - შვეიცარული ფრანკი
- JPY -  იაპონური იენი
- CNY- იუანი(ჩინეთი)
- TRY - თურქული ლირა
- RUB - რუსული რუბლი
- AZN - აზერბაიჯანული მანათი
- AMD - სომხური დრამი
  • ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები;
  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა;
  • ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები;
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა;
  • შემაჯამებელი სამუშაო;
კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე
  • მოლარე-ოპერატორი
  • განვადების მენეჯერი
  • საცალო გაყიდვების მენეჯერი
  • სესხის ადმინისტრატორი
  • საკრედიტო ექსპერტი
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი
  • გაყიდვების ასისტენტი
  • ბექ-ოფისის მენეჯერი
  • კონსულტანტი
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი
  • გადახდის აპარატების სატელეფონო ოპერატორი
  • კლიენტთა მრჩეველი
სერტიფიკატები:
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის 1+1 ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში:
  1. საბანკო კომპიუტერული პროგრამის ALTA software (B2000,L2007) ორენოვანი სერტიფიკატი;
  2. ფულადი ნიშნების ექსპერტიზის (ლარი+10 უცხოური ვალუტა) ორენოვანი სერტიფიკატი;
  3. სარეკომენდაციო წერილი საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.
ტექნიკური აღწერილობა:
ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში სამჯერ.
ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა 1:30სთ.
სულ 24 გაკვეთილი, 36სთ. შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით, ყოველდღიურად.
სწავლის ღირებულება: 550 ლარი.
გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში (პირველი თვე 275 ლარი)
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • ოჯახის წევრების ერთდროულად სწავლის შემთხვევაში
  • მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი)
  • სოციალურად დაუცველი პირებისთვის
  • დევნილებისთვის
სწავლის საფასური: 450 ლარი
 
კურსს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ინგა ფრანგიშვილი.
 
საბანკო რეკვიზიტები:
შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი                                                                                                            
კოდი TBCBGE22
ა/ა GE84 TB77 3983 6080 1000 04
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები