GE
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსები
ღირებულება: 300 ლარი
პრაქტიკული ბუღალტერიის 2-თვიანი კურსი + საბუღალრტო პროგრამა ORIS საჩუქრად, კომპანია ,,FINWAY”-სგან.
 
კურსის თემატიკა:
  • სალაროს ოპერაციების წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება;
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე-ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ-ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება  საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს, თვის განაცემთა ინფორმაციის და მოგების დეკლარაციების) შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე;
  • საპენსიო დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად Pensions.ge -ზე;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება;
  • ყოველწლიური დეკლარაციების (ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე;
  • წარდგენილი დეკლარაციებისა და გადახდების აღრიცხვის შედეგების შემოწმება;
  • ფინანური ანგარიშგების შედგენა.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

ORIS-ბუღალტერიის შესწავლა (საჩუქრად)
  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • ანგარიშთა გეგმაში ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან  მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა.
კურსის დმთავრების შემდეგ, ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
ტესტირებაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ადგილზე, კომპანია ,,FINWAY”-ში.
 
სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა: მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის, მშენებლობის, წარმოების სფერო.
 
გამორჩეულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა,  დასაქმდნენ ადგილზე, კომპანია ,,FINWAY”-ში.
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით!
 
სრული კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე (16 ლექცია).
მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
ლექციის ხანგრძლიობა - 2 სთ.
 
სრული კურსის ღირებულება: 2 თვე, 2-7 კაციან ჯგუფებში - 300 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები