GE
ინგლისური ენის კურსები ქართველ/ამერიკელ პედაგოგებთან
ღირებულება: 70 ლარი
საშემოდგომო აქცია G-ABC-ში!!!
 
1.  კურსები ქართველ პედაგოგთან:

კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური ქართველი ლექტორები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ინგლისური ენის სწავლებაში. სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენება აუდიო და ვიდეოტექნოლოგიები.
 
ინგლისური ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე პროგრამებით, რომელიც მოიცავს: გრამატიკის, ლექსიკის, წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. გამოიყენება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეომასალები. პროგრამა უზრუნველყოფს ენის სრულყოფილად შესწავლას.
 
სწავლის საფასური იქნება თვეში 60 ლარი (100 ლარის ნაცვლად).
12 გაკვეთილი (კვირაში 3-ჯერ, თითოლექცია 2 საათი).
კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვე.
 
შეგიძლიათ გადაემზადოთ ინგლისურ ენაში ინდივიდუალურად ქართველ და ამერიკელ პედაგოგთან.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!  
 
 
2. სასაუბრო ინგლისური ენის კურსები ამერიკელ პედაგოგთან:

კურსს გაუძღვებიან უცხოელი ლექტორები (native speaker)  ამერიკიდან, რომლებიც ფლობენ მასწავლებლის საერთაშორისო საკვალიფიკაციო  სერტიფიკატებს და დიპლომებს და რომლებმაც თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე არ იციან ქართული ენა. შედეგი გარანტირებულია, რამდენიმე თვეში თქვენ უკვე აქტიურად იწყებთ საუბარს გამართული ინგლისურით. ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ თავისუფლდებით  შინაგანი კომპლექსისაგან და სრულფასოვნად ფლობთ ინგლისურ ენას.  
 
კურსის გავლის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აწარმოოთ სხვადასხვა ბიზნეს მოლაპარაკება, პროექტები, პრეზენტაციები და იყოთ აქტიურ ურთიერთობაში იმ ხალხთან ვინც საუბრობს ინგლისურ ენაზე.
 
სწავლის საფასური იქნება თვეში 80 ლარი (130 ლარის ნაცვლად).
8 გაკვეთილი (კვირაში 2-ჯერ, თითო ლექცია 2 საათი).
კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვე
 
შეგიძლიათ გადაემზადოთ ინგლისურ ენაში ინდივიდუალურად ქართველ და ამერიკელ პედაგოგთან. კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი! 
 
 
TOEFL/IELTS გამოცდებისთვის მოსამზადებელი 1,5 თვიანი სრული კურსი 225 ლარად.
 
TOEFL/IELTS გამოცდის წარმატებით ჩაბარება საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. ჩვენ გთავაზობთ 1,5 თვიან, 32 საათიან სასწავლო კურსს TOEFL/IELTS გამოცდისთვის მოსამზადებლად, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოცდაზე აჩვენოთ თქვენი დონის შესაბამისი მაქსიმალური შედეგი; ასევე სწორად განსაზღვროთ ტესტის ჩაბარების სტრატეგიები. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტესტის ოთხივე კომპონენტის გარჩევას და განხილვას: სმენითი ტექნიკის გამოყენება,ზეპირი და წერითი მეტყველება, კითხვა.
 
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 3-6 მსმენელი  
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 32 სთ
კურსის სრული ღირებულება: 225 ლარი

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ ტესტის ჩაბარებისათვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავება, როგორიცაა:
  • დროის სწორი გადანაწილება;
  • ტესტური დავალებების სწრაფი გაგება;
  • მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენება.
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  1. საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული სასწავლო პროგრამა;
  2. ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;
  3. მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება.
ჩვენ გვაქვს საერთაშორისო გამოცდებში მომზადების დიდი გამოცდილება, რაზეც მეტყველებს ჩვენი სტუდენტების წარმატებები.
 
სასწავლო კურსი ჩატარდება მისამართზე: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N1ბ
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები